“ქართველებმა შეცდომა დაუშვეს” – ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინიდან ქართველი ელჩის გამოწვევაზე.
“ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ… მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Наш-თან საუბრისას.
საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.