ქართველი მოჭადრაკეები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაემგზავნენ.
ისინი მონაწილეობას სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებენ.
მსოფლიოს პირველობა, როგორც ვაჟ, ასევე ქალთა შორის გაიმართება.
პლანეტის პირველობაზე ქართველებიდან ძალებს 3 ვაჟი და 5 გოგონა მოსინჯავს.
რუსეთში ქართველები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
გოგონები: ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ნინო ხომერიკი, სოფო გვეტაძე.
ვაჟები: ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, გიგა ყუფარაძე.
მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს, 26 დეკემბერს, აიღებს და 5 დღე გაგრძელდება.