ქართველმა მოციგურავეებმა ხორვატიის დედაქალაქში გამართულ ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვეს.
ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოდან მონაწილეობას მორის ყვითელაშვილი იღებს. სპორტულ წყვილებს შორის, კი სადაც ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას დუეტი გამოდიოდა მედლები უკვე გათამაშდა.
ქართველმა მოციგურავეებმა 142.54 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
მეორე და მესამე ადგილები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს.