საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვოს, ქვეყანაში სულ 67 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 4925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 401 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი სულ 252 ადამიანს დაუდასტურდა. 3 ადამიანი გარდაიცვალა.
3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.