ფრაქცია „ ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მრავალშვილიანი დედებს მადლიერების გრძნობის გამასახატავად ქართვლის ან საქართველოს დედის სტატუტი უნდა მიენიჭოთ. ამასთან, როგორც ნოზაძე გვეუბნება, ამ საკითხმა საზოგადობაში დიდი ინტერესი გამოიწვია სწორედ, ამიტომ დეპუტატი დაინტერესებულ მხარეებს სიღრმისეული მსჯელობისკენ მოუწოდებს.
,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ რამ განაპირობა ისეთი ინიციატივის წამოყენება, რომელიც მრავალშვილიან დედებს ქართვლის დედის სტატუსს მიანიჭებს?_ნოზაძე გვპასუხიბს, რომ ასეთი სახის ინიციატივა არ დაუყენებია.
,,ინიციატივა არ დამიყენებია, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, როდესაც მომხსენებელი, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა ვკითხე, ხომ არ გიფიქრიათ მრავალშვილიანი დედებისთვის ქართვლის დედის სტატუსი შემოვიღოთ-თქო, რაზეც მიპასუხა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია კანონში ამ სტატუსის გამოყენება. საზოგადოება ძალიან დაინტერესდა ამ თემით, ზოგი კმაყოფილია, ზოგი ქილიკობს, რადგან, ვფიქრობ, სწორად ვერ გაიგეს სტატუსის შინაარსი. ქართვლის დედა პირობითი სახელია, შესაძლოა, მრავალშვილიან დედებს საქართველოს დედის ან სხვა გამორჩეული სტატუსი მივანიჭოთ, რათა მრავალშვილიანი დედების მიმართ მადლიერება გამოვხატოთ. ბუნებრივია, სტატუსი ყველას არ მიენიჭება, ის დედები, რომლებიც ამ სტატუსს ატარებენ, რა თქმა უნდა, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. ვფიქრობ, მრავალშვილიან დედებს ეროვნული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხისადმი საზოგადოება ინტერესს გამოიჩენს, შეიძლება, თემის გააქტიურება. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვარ საკითხზე ერთად ვიმსჯელოთ“,_ განაცხადა ნოზაძემ.