ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებამ იკლო.
„იმის გამო რომ ექიმის ნებართვით მხოლოდ სიმპტომიანი პაციენტების გატესტვა ხდება, შესაბამისად, შემცირებულია მომართვიანობა და შემთხვევების დარეგისტრირებაც შემცირდა“,_ ამბობენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 3702 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3539 ადამიანი, გარდაცვლილია 38.