ძლიერი წვიმის შედეგად კაშხალი ჩამოინგრა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა კენიას ქალაქ სოლაიში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 40 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მარტიდან დღემდე წყალდიდობას კენიაში 152 ადამიანი ემსხვერპლა.