მადრიდის რეალის ლეგენდა, იკერ კასილასი, თავის ოფიციალურ twitter გვერდზე გამოქვეყნებულ ტვიტს გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ გეია. ესპანელი მეკარის თქმით, ანგარიში გაუტეხეს.
“ანგარიში გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ბოდიში LGBT თემს,“ – წერს იკერ კასილასი.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის უკან, ესპანეთის და მადრიდის რეალის ლეგენდალური ფეხბურთელის twitter-ის გვერდზე დიდო პოსტი, სადაც ეწერა ,,იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”.