გვიან ღამით კასპში, წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც, გართულებების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს.
დღეს დილიდან, სიტუაციის შესწავლის მიზნით კასპში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი იმყოფება.
სპეციალისტების შეფასებით ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა თიხოვან გრუნტში წყლების გრუნში ჩაჟონვის შედეგად. გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, ოჯახები რომლებიც, გვიან ღამით უსაფრთხოების მიზნით იქნა გაყვანილი დააბრუნეს საკუთარ სახლებში, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე საფრთხე მოხსნილია.
გეოლოგების რეკომენდაციით საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ საჭიროა ფერდობებიდან მიწის გატანა, საყრდენი კედლის მოწყობა, მილსადენების მოწესრიგება და ა.შ .
აღნიშნული რეკომენდაციები ადგილზევე გააცნეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს.