კასრისწყალში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ხანდაზმული კაცი იპოვნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ერესტო ღულელაურია.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ღულელაური ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.
როგორც ისინი ამბობენ, ღულელაურმა რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზა.