საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების ორად გახლეჩის მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
,,ის, რომ სახელმწიფოს ექნება, ერთის მხრივ, ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცლებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე, პირადად, ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
ის, რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. სამართალდამცავი უწყებები აფსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალლისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა“,_განაცხადა პრემიერმა