ქრისტიანების უმრავლესობა დღეს შობას აღნიშნავს.
შობას 25 დეკემბერს დღესასწაულობენ კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის, უკრაინის ეკლესიები, რომლებიც გრიგორიანულ კალენდარს მისდევენ.































































