ცოტა ხნის წინ ქალაქ ონაჩში (პროვინცია ხუბეი, ჩინეთი) გაიმართა სილამაზის კონკურსი ქათმებს შორის.
ფინალში ჟიურიმ შეარჩია შვიდი ქათამი სიმკვრივის, ტანის პროპორციის, სიარულისა და „განსაკუთრებული ტალანტის” მიხედვით.
გამარჯვება მოიპოვა ქათამმა, სახელად მეი.
ქათმის პატრონმა გენგ პენმა აღნიშნა – „ბედნიერია იმით, რომ მისმა ფრინველმა გაიმარჯვა.
ქათამი მეი დაჯილოებულია აბსოლუტური სილამაზისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა მეის ცეკვამ, რომელიც ჩინურ ხალხურ მუსიკაზე შეასრულა.
კონკურსის შემდეგ მეი აუქციონზე გაიყვანეს გასაყიდად. კონკურსში გამარჯვებულ ქათამში 800$ გადაიხადეს.