მილანში იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ მამაკაცის 2020/2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ჩვენებამ განსაკუთრებული ყურადღება იმით მიიაქცია, რომ ცნობილმა ბრენდმა ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქალის სამოსში გამოწყობა და მაისურები წარწერით – „იმპოტენტი“ შესთავაზა.
„სინამდვილეში ტოქსიკური მასკულინიზმი კვებავს ძალადობას და სექსიზმს,“_წერია The Vague-ს ინფორმაციით ჩვენების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.