დოჰას ტურნირის გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის სკანდალური საქმის შესახებ ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდისო და არ დავიზარე და ვათვალიერებ უძრავი ქონების რეესტრს – ნელი დოროყაშვილი (იურიდიული მისამართი ფალიაშვილზე) საჯარო რეესტრის მონაცემებით ფლობს კომერციულ ფართს გოგებაშვილის ქუჩაზე, ნომერ 44-ში, პირველ სართულს, ამავე ქუჩაზე. ფლობს ავტოსადგომს, ასევე, მის საკუთრებაშია, ჭავჭავაძის 80 ნომერში, ( (ნაკვეთი N 1/37), ბლოკი C, სართული -2, სარდაფი N 3 (ზონა:ცაგერი, სექტორი: ვაკე).
ერთადერთი სახლი, რომელზეც ნელი დოროყაშვილმა უარი მიიღო და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ეხება ქობულეთის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ მშენებარე ფართს (ქობულეთის 38-40), სადაც დაინტერესებულ პირად რეესტრში ნიკას შვილია მოხსენებული, ხოლო მის წარმომადგენლად დედა (ნელი).
გარდა ამისა, ფლობს ავტომობილს, რომელიც ასევე ყოფილი მეუღლის ნაყიდია და ვსვამ კითხვას – ვერაზე არსებული კომერციული ფართი თვეში რა შემოსავალს დებს? თვითონ იყიდა? ვინ უყიდა? ხო, 2020 წლის თებერვალში სასამართლოს გზით აქვს უკვე ყველაფერი გადაფორმებული და უბრალოდ ცოტა ძააან უხერხულია ასეთი საუბრები. ვინმეს გვჯერა ამ ქვეყანაში, რომ ბასილაშვილი თავის შვილს აშიმშილებს თუ ნელის ინსტაგამის რეკლამის ფულები შემოაკლდა?
ძალიან მჯერა, რომ სასამართლო დაადგენს იმას, რასაც ელოდება ამ ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი! და დიახ, ამ ქვეყანაში კაცების გარდა, არსებობენ მოძალადე და გამომძალველი ქალებიც!”, _ ამბობს კლდიაშვილი.