The New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კენიაში, კაცი ბალზამირების პროცედურის დროს გაცოცხლდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის პიტერ კიგენი კლინიკაში კუჭის პრობლემებისგან გამოწვეული კომატოზური მდგომარეობით მიიყვანეს.
ერთ-ერთმა მედდამ ოჯახს აცნობა, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, რის გამოც მორგში გადაიყვანეს.
მომხდარიდან 4 საათის შემდეგ, მორგის თანამშრომელმა ბალზამირების პროცედურა დაიწყო.
ოჯახის წევრების თქმით, კიგენი გონზე ფეხის გაჭრით გამოწეულმა ტკივილმა მოიყვანა.
„როგორ მიხვდნენ ისინი რომ მკვდარი ვიყავი? არ მჯეროდა, მორგში როგორ მოვხვდი, გაოგნებული ვიყავი“, – იხსენებს პიტერ კიგეინი.
კლინიკის ექიმი, მომხდარში პიტერ კიგენის ნათესავებს ადანაშაულებს, რადგან ისინი გადაცვალების ცნობას არ დაელოდნენ და კაცი მორგში გადაასვენეს.