„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ცნობებით, ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ამ ეტაპზე დასკვნის შედეგები უცნობია.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები. შემთხვევა 9 იანვარს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.



































































