შუა ხნის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხიდის ჯებირზე გადავიდა და ერთ-ერთი ბურჯის საყრდენზე იყო ხელებით დაკიდებული. შემთხვევა გორში მოხდა. ინფორმაციას gmnews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს.