BBC-ის ინფორმაციით, კენგურუს თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი კენგურუს შინაური ცხოველივით უვლიდა.
ნათესავმა 77 წლის მამაკაცი მძიმე დაზიანებებით იპოვა ორშაბათს საკუთარ სახლში რედმონდში, პერტის სამხრეთით დაახლოებით 400 კილომეტრში (250 მილი).
როდესაც მედიკოსები სახლში მივიდნენ, კენგურუმ ხელი შეუშალა მათ მამაკაცის მკურნალობაში.
პოლიცია იძულებული გახდა, კენგურუსთვის ესროლა.
პოლიციის სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ მათ სჯერათ, რომ კაცს კენგურუ – გარეული ცხოველი – თავს დაესხა ერთი დღით ადრე.
ავსტრალიაში ცხოვრობს დაახლოებით 50 მილიონი კენგურუ, რომელთა წონა 90 კგ-მდეა და სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება.
მაგრამ ფატალური შეტევები იშვიათია – ეს არის პირველი შემთხვევა ავსტრალიაში 1936 წლის შემდეგ.
კენგურუს აქვს „ბევრი იარაღი“, როგორიცაა ბასრი კბილები, კლანჭები და ძლიერი ფეხები,_ განუცხადა კენგურუს ქცევის ექსპერტმა გრემ კულსონმა ავსტრალიურ სამაუწყებლო კორპორაციას.
ივლისში, კენგურუმ 67 წლის ქალს მიაყენა ჭრილობები და მოტეხა ფეხი, მას შემდეგ, რაც კუინსლენდში სეირნობისას თავს დაესხა.
სამი წლის გოგონამ მიიღო სერიოზული ტრავმა თავის არეში, მარტში, ახალ სამხრეთ უელსში თავდასხმის დროს.
ავსტრალიის მასშტაბით ურბანული განვითარება სულ უფრო მეტად არღვევს ველურ კენგურუს ჰაბიტატებს.