35 წლამდე ასაკის კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. შემთხვევა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.
როგორც ცნობილია, აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა მართვის მოწმობის მისაღებად თეორიულ საკითხებშიც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.