გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ გარეჯვარში, 65 წლის კაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი დღეს დილით ნახეს.
ადგილობრივების თქმით, ასაკიანი კაცი სახლიდან გუშინ გავიდა, ოჯახი კი, მას ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი