თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.