აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა. შემთხვევა cnn-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფენიქსში მდებარე აეროპორტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო და ბილიკზე ჩახტა. გადმოხტომის შემდეგ სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.
მაშველებმა ჩაკეტილი კარის გაღება შეძლეს. კაცს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია წაუყენებენ თუ კაცს ბრალს ჩადენილი ქმედების გამო.