სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია – შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს სავარაუდო მოძალადეს დანა უპოვეს.
ადგილობრივებს მომხდარზე “მთავარ არხთან” საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 51 წლის კაცი რკინიგზაში მუშაობდა და ის ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი