კაცმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა. შემთხვევა გერმანიაში მოხდა. საქმის გამოძიება პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, თუმცა სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე ბრალი არ წაუყენებიათ. ინფორმაცია ჟურნალმა The Lancet Infectious Diseases გაავრცელა.
გავცრელებული ინფორმაციით, ფაქტით მკვლევარებიც დაინტერესდნენ.
62 წლის მამაკაცის ნერწყვისა და სისხლის ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მას კოვიდინფექცია არცერთხელ არ გადაუტანია და არც ჰიპერვაქცინაციის შედეგად მიყენებია ჯანმრთელობის ზიანი.
„ჩვენ შევძელით გამოგვეყენებინა მამაკაცის სისხლის და ნერწყვის ნიმუშები იმის დასადგენად თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა ვაქცინაციაზე.
Covid-ის ვაქცინები ვერ გამოიწვევენ ინფექციას, მაგრამ შეუძლიათ ასწავლონ ორგანიზმს, როგორ ებრძოლოს დაავადებას“,_ ამბობენ ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ექიმები და აღნიშნავენ, რომ ჰიპერვაქციანაციას, როგორც იმუნიტეტის გაძლიერების სტრატეგიას მხარს არ უჭერენ.
„ამჟამინდელი კვლევა მიუთითებს, რომ სამი დოზით ვაქცინაცია, მოწყვლადი ჯგუფებისთვის რეგულარულ შევსების ვაქცინებთან ერთად, რჩება უპირატეს მიდგომად“, – აცხადებენ ისინი უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
„არ არსებობს მითითება, რომ მეტი ვაქცინაა საჭირო“.
ცნობისთვის, Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ხშირია მაგალითად, ინექციის შედეგად ხელის ტკივილი.