45 წლამდე ასაკის მამაკაცმა ერთ-ერთ მაღაზიიდან ძვირადღირებული ყავები მოიპარა. შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. სამართალდამცავებმა ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ პირის იდენტიფიცირება მოახდინეს.
მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.