ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე – ახალგაზრდა მამაკაცმა მამა საწოლში, მძინარე მდგომარეობაში მოკლა. “კურიერის” ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით მიაყენა.
“კურიერი” მომხდართან დაკავშირებით მოკლულის დას და მეზობლებს ესაუბრა. მათი ინფორმაციით, მკვლელობა აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
“[გარდაცვლილს] ეძინა, თორემ ის ვერ მოერეოდა, დიდი კაცი იყო. სხვაგან არსად სისხლი არ არის, მხოლოდ იმ საწოლში. ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ მოსულა, წინასწარ არაფერი არ ვიცით.
[სავარაუდო დამნაშავე] გაიქცა, მაგრამ ახლა დაკავებულია,” – ამბობს მოკლულის და.
“აღდგომის დღეს ნახეს მკვდარი. 2-3 დღის მკვდარი იყოო, ნაჯახი ჩაურტყია თავში,” – აცხადებს ადგილობრივი.
ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
წყარო: rustavi2