კაცმა 16 წლის შემდეგ აღიარა, რომ შეყვარებული მოკლა და ცემენტში დამარხა. შემთხვევა სამხრეთ კორეაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
50 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ კამათის დროს შეყვარებულს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ ცხედარი ჩემოდანში მოათავსა და აივანზე, აგურისა და ცემენტის ფენის ქვეშ დამარხა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალის ცხედარი გასულ კვირას მუშამ ბურღვითი სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვა.
პოლიციის განცხადებით, მკვლელობის შემდეგ მამაკაცი ბინაში ცხოვრებას კიდევ 8 წლის განმავლობაში აგრძელებდა, ვიდრე 2016 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით არ დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.