ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების მოყვარულთათვის ძალზედ პოპულარული გახდა.
წინა თვეს ქალაქ სევილიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ესპანელმა მამაკაცმა ტატუს გაკეთება თვალში გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ ტატუს გაკეთებას მხედველობისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, და თვითონ ექიმებიც კი ვერ აძლევდნენ იმის გარანტიას, შეუნარჩუნდებოდა თუ არა მხედველობა, „გმირმა“ სევილიელმა მაინც გარისკა და ტატუ გაიკეთა.
ალბათ, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება მიადგა თუ არა ზიანი მის მხედველობას. რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, „ხელოვნება“ ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს.