უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში – შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.