50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უწყოდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 1 პირი.