ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიაწოდეს.
სულ ოზურგეთში გამოვლენილია ინფიცირების 3324 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3230 ადამიანი, გარდაცვლილია 31. აქტიურია ინფიცირების 63 შემთხვევა.
63 ინფიცირებულიდან სტაციონარში 19, საკარანტინე სივრცეში 12, ბინაზე კი 32 ადამიანი მკურნალობს.