ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმერეთს ეწვია, სადაც სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა:
„ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითებზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნველობაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს მათი პრობლემების წამოჭრა ადგილობრივ დონეზე და ისინი იყოს მოგვარებული. ასევე, ვისაუბრეთ დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია “კოვიდ-19″-ით შექმნილი მდგომარეობაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც, ვიმსჯელეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც იმერეთში ხორციელდება და რომელიც საბოლოოდ ჯამში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას“.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები იმერეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს ახორციელებს, ბევრი მათგანი უკვე დასრულებულია და მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებს, ასევე ემსახურება თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა ისიც, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.