ხვალ, 10 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, სხვა ოფიციალური სტუმრები და კერძო სექოტორის წარმომადგენლები ეწვევიან.
სტუმრები დაესწრებიან კენკროვანი კულტურების ფორუმს, „გურია 2021“.
ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, საშუალებებსა და თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, იმსჯელებენ ამ კულტურების მწარმოებელთა წინაშე არსებული პრობლემების, კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებისა და იმ მარკეტინგული ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც კენკროვანი კულტურების დარგის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან.