გთავაზობთ კოქტეილის რეცეპტს, რომელიც წვავს ცხიმს. მისი დალევა შესაძლებელია ყოველ დღე. დარიჩინი, ჯანჯაფილი და წიწაკა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება. კეფირის კოქტეილი ასევე კლავს შიმშილის გრძნობას.
ინგრედიენტები:
კეფირი 200 მლ.
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) 0,5 ჩ/კ.
დარიჩინი 0,5 ჩ/კ.
წითელი წიწაკა 1 მწიკვი.
მომზადების წესი:
ჩაასხით ბლენდერში კეფირი, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად ათქვიფეთ, რომ ჰაეროვანი მასა მიიღოთ.


































































