რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა შორის.
ბათუმელმა კესარია მგელაძემ 9-დან 7,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
კონტინენტის პირველობაზე ასევე ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ 9-დან 7 ქულა აიღო და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.