ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, მომხმარებლები ადრიან ხილს, მარწყვს, მუშმულას, („ბუშმალს“) რომ ვეძახით, ბალს საგანგებოდ ეტანებიან.
_მოდით, იყიდეთ, შედარებით იაფად, ერთი კილოგრამი ახალი 5 ლარად. მარწყვიც ამ ფასში… მე ციგანი ბაბალე ვარ, მე ვარ ის ციგანი, რომელიც იაფად ყიდის, მიყვარხართ, – იძახდა დილაადრიან ერთი ქალბატონი, რომელიც აქ დიდი ხანია მუშაობს და მუდამ პოზიტიური განწყობით გამოირჩევა.
_გადამიღეთ, კი, გადამიღეთ, ციგანი ბაბალე კარგი გოგოა, _ საკუთარ თავზე მხიარულად იხუმრა მან.
ბაბალეს ხუმრობებთან დაკავშირევით, ერთი მხიარული ისტორიაც არსებობს.
ის, როგორც ვთქვით, დიდი ხანია ოზურგეთის ბაზარში მუშაობს და საკუთარი შრომით არჩენს ოჯახს. ერთხელაც, ცივ ზამთარში, როცა ცნობილი „ხამსა“ შემოიტანეს ბაზარში, ბაბალეს მომხმარებელი შეედავა, „არაა ეს ორი კილოგრამი და დაამატე, ნუ მატყუებო“!.
-უი, როგორ არაა, აბა, ავწონოთ, _სასწრაფოდ მოიმარჯვა სასწორი.
აწონეს და მომხმარებელი მართალი აღმოჩნდა-ორასი გრამი აკლდა ორ კილოგრმს.
_ვაააა, მელიამ ერთი ჩააფ…ა ზღვაში და ისიც არ აფატიეს“ -წაიოხუნჯა მან , რასაც ირგვლივ სიცილი მოჰყვა. ყველაზე მეტად კი ის მომხმარებელი იცინოდა, ვინც თევზი ხელახლა ააწონინა.
ავტორი