ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოსახლეობას 14 ოქტომბერს დაანონსებული მასშტაბურ აქციაზე მისვლისთვის მოუწოდებს.
„რუსებთან, პუტინთან, ჟირინოვსკისთან ერთად რომ გიხარია მიშა სააკაშვილის პატიმრობა და ზუსტად მათი ენით საუბრობთ, მათი “ტვინით” ფიქრობთ და მათ დადღაბნილ ტექსტებს იმეორებთ … შემდეგ სუფრაზე სხდებით და დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს ლოცავ … რუსებთან ომში დაღუპულ გმირებს იხსენებ და მოსაგონარს სვამ … – ვწუხვარ, თქვენ ნაძირალა ხართ.
დევნილ პრეზიდენტს, რომელიც შიმშილობს და საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს დებს ცვლილებების სასარგებლოდ მხარში უნდა დავუდგეთ საკუთრი თავისუფლებისთვის. ნუ გაახარებ პუტინს, ნუ აქირქილებ რუსებს, დაიცავი შენი თავის უფლება და მოდი 14 – ში, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“.