“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არანაირი პარლამენტში შესვლა და უკან დახევა არ იქნება და ეს პარტიის პოზიციაა.
“არანაირი მეორე ტურები არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა. ბრძოლა გამარჯვებამდე, ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია.
პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმასა და თავისუფლებას ვითხოვთ.
ძალა ერთობაშია“, – წერს ხაბეიშვილი.