ოზურგეთში, პურის ფქვილის ფასის ზრდის ფონზე, საგრძნობლად გაძვირდა საცხობებში სხვადასხვა დასახელების ხაჭაპური და ღვეზელი.
ფასების ზრდა სხვადასხვანაირია სხვადასხვა საცხობ ობიექტებში. მაგალითად, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობებში ფასები გაზრდილია, თუმცა შედარებით უფრო მაღალია ფასი საცხობში „ნონა ბებოს ღვეზელი“. აქ ფენოვანი ხაჭაპური 2 ლარი ღისს. მოიმატა 50 თეთრი. ლობიანი, 1,20 ლარი, ნაცვლად 1 ლარისა. 70 თეთრი გახდა კარტოფილის ღვეზელი. აქვე მდებარე მეორე საცხობში იგივე მატებაა, მხოლოდ ლობიანი ღირს ძველებურად ერთი ლარი.
წულაძის ქუჩაზე მდებარე საცხობში გურული ღვეზელი 2 ლარი ღირს. გაიზარდა კარტოფილიანი ღვეზელის ფასი _50-ის ნაცვლად, 70 თეთრი გახდა.
კითხვაზე, წონაში შემცირდა თუ არა ღვეზელისა თუ ხაჭაპურის გამოსაცხობი ცომეული, უარყოფითი პასუხი აქვთ, თუმცა არც არავინ იცის დაზუსტებით, რა წონის ღვეზელს თუ ხაჭაპურს აცხობდნენ აქამდე.
შედარებით სტაბილური იგივეა ფასები, კარტოფილიანი ღვეზლის გარდა, ეკლესიის სატრაპეზოში.
_მხოლოდ კარტოფილის ღვეზელის ფასი გაიზარდა 20 თეთრით. დანარცენს ფასი არ მომატებია, – გვითხრეს აქ.
ზოგადად კი, საცხობებში მომუშავე ადამიანები ღიზიანდებიან დასმულ კითხვებზე:
_რა იყო, ხაჭაპურის გაძვირება გიკვირთ? ჯერ ის იკითხეთ, პურისფქვილი, ზეთი, ყველი რამდენით გაძვირდა და მერე ნახეთ ჩვენი ფასები, _ ამბობენ ისინი.
პურისფქვილის ფასი განსაკუთრებით, განუწეყვეტლივ იზრდება.