ინდოეთში ქიმიური ქარხნიდან გაზის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ღამით ვიშახაპანტამში მოხდა.
როგორც ცნობილია, ქარხანა, საიდანაც ტოქსიკურმა გაზმა გაჟონა სამხრეთ კორეულ კომპანია LG Corp.-ს ეკუთვნის.
NYTIMES-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ხალხი ქუჩაში უგონოდ იწვა. დედები კი საავადმყოფოში ბავშვების გადასარჩენად მიღწევას ცდილობდნენ.
ექიმების თქმით, გაზი, რომლითაც ადამიანები მოიწამლნენ სტირენის გაზია და მას პლასტმასის და რეზინის დასამზადებლად იყენებენ.
სტირენის გაზი ითვლება ნეიროტოქსინად, რომელსაც შეუძლია ადმიანის იმობილიზაცია მოახდინოს ინჰალაციისას, მაღალი რაოდენობის შემთხვევაი კი მომაკვდინებელი იყოს.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ინდოეთში ცოტა ხნის წინ გამარტივდა, რის შემდეგაც ქარხანამ საქმიანობა გააგრძელა.
მუნიციპალური კორპორაციის კომისრის თქმით, შრომის შეზღუდვამ მოვლა-პატრონობის სამუშაობზე გავლენა იქონია, რის გამოც გაზმა გაჟონა.