მიუხედავად იმისა რომ სპეცრაზმი პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დაშლას ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტის შენობასთან მაინც რჩება.
ისინი პოლიტიკური ლიდერების აქციაზე დაბრუნებას და სიტყვით გამოსვლას ითხოვენ. ამ დროისთვის აქციაზე, არცერთი პოლიტიკოსი არ იმყოფება.
ინფორმაციისთვის, პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ.
ავტორი