https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხალხის ძალა”: “ნაციონალურმა მოძრაობამ” აუცილებლად უნდა აგოს პასუხი

12:10; 19.08.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“2008 წლის აგვისტოს ომი, ადამიანების წამებასთან და მკვლელობასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან და მრავალ სხვა სისტემურ დანაშაულთან ერთად, არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი დანაშაული, რომლისთვისაც ამ პოლიტიკურმა ძალამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი”_ ამის შესახებ განცხადებას “ხალხის ძალა” ავრცელებს.

“2008 წლის ომი არ ყოფილა სპონტანური დანაშაული, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ამ ომს მთელი 3 წლის მანძილზე ამწიფებდა. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, დაიწყო სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების სერია, რაც რეგიონში ვითარებას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ძაბავდა. 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე, მალევე დაფუძნდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“ და აღდგა გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 1991 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატული არჩევნები და აირჩა რეგიონის ალტერნატიული პრეზიდენტი. ცხინვალის რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა „ენჯეოები“, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.

პარალელურად, კოდორის ხეობას ეწოდა ზემო აფხაზეთი, გამოაძევეს ხეობის ადგილობრივი მცველები და კოდორში შინაგანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ამ ქმედებებს მოჰყვა უმწვავესი რეაგირება გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, რომელმაც 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციით, სააკაშვილის რეჟიმს 1994 წლის მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების უხეშ დარღვევაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც სრულად ადგილზე დატოვა.
7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღალატი საბოლოოდ გააფორმა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერითა და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, 2008 წლის ომის დაწყება უპირობოდ აღიარა.
ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თითქმის შეუძლებლად ქცევა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგებოდა.
ამ დანაშაულის ფონზე, კრებსით „ნაცმოძრაობას“ არა აქვს არავითარი ლეგიტიმური უფლება, ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია ჰქონდეს. ეს კარგად იციან მათმა პატრონებმა და სწორედ ამიტომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგისთვის, ანუ მისი სხვა სახელის ქვეშ შეფუთვისთვის ცდას არ აკლებენ. უკვე წლებია, ისინი „ნაცმოძრაობას“ პატარა პარტიებად შლიან, რომ ხალხი მოატყუონ და ხელისუფლებაში მათი ერთობლიობა დააბრუნონ.
სწორედ ასე გამოყვეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წლების მანძილზე „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ახალი“. „ნაცმოძრაობის“ გასამაგრებლად შეიქმნა „ლელო“, რომელსაც უსუფაშვილის, ნაცვლიშვილის, სამადაშვილის და სხვების სახით, მაკონტროლებლები მრავლად ჩაუსვეს, აგრეთვე გახარიას პარტია, რომელიც 2021 წელს იმისათვის დაფუძნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და რიგგარეშე არჩევნებით, ხელისუფლებაში კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო. მეტიც, თავად „ნაცმოძრაობასაც“ შეუცვალეს ფორმალურად სათაური და ამ არჩევნებში ისინი „ერთიანობის“ სახელით გამოდიან. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას თავად მისი პატრონებიც აცნობიერებენ და აღიარებენ.
„ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებს არავითარი დამოუკიდებელი იდეოლოგია და იდენტობა არა აქვთ. ერთმანეთთან ღიად მეგობრობას და ერთ „ფანჩატურში“ ჯდომას ისინი არასოდეს ერიდებოდნენ და არც იმას მალავენ, რომ პარლამენტში აუცილებლად კოალიციას შეკრავენ, როგორც ეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გააკეთეს. როდესაც არაფერი განგასხვავებს და მაინც ცალკე პარტიებად რეგისტრირდები, აშკარაა, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობისთვის ხელოვნური საფარველის შექმნაა.

იმ პირობებში, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას მათი პატრონებიც აღიარებენ, ხელისუფლების მხრიდან მისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის არგაუქმება ყოველგვარ ლოგიკას იქნებოდა მოკლებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად უნდა აღიძრას და კრებსითმა „ნაცმოძრაობამ“ ყველა დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. იმ პოლიტიკური ძალის ადგილი, რომელმაც საქართველოს ომი მოუტანა და რომელიც ჩვენს ქვეყანას ახლაც ომისკენ ექაჩება, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება”,_ ნათქვამია განცხადებაში.

ხალხის ძალა
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პარლამენტმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

12:42; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს

12:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თბილისის მერია: დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

11:35; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს ელჩად აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

10:22; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15 სექტემბერი, 2026

„ბახმარო ჩატოვეს კორუფციის ჭაობში"- ვის რაში ადანაშაულებს დავით მჟავანაძე

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

12:42; 16.09.2026
პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს

12:15; 16.09.2026
პოლიტიკა

თბილისის მერია: დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

11:35; 16.09.2026
ფინანსები

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს – საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

11:31; 16.09.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია 6 პირი

11:26; 16.09.2026
სამართალი

შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:23; 16.09.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

11:14; 16.09.2026
ფინანსები

Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს

10:25; 16.09.2026
პოლიტიკა

საქართველოს ელჩად აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

10:22; 16.09.2026
სამართალი

მოზარდს მანქანა დაეჯახა

10:21; 16.09.2026
სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო