ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში იმედი ლაივი.
ქართული ოცნების თავმჯდომარის განმარტებით, ხალხმა უნდა დაინახოს, ხელისუფლება მას ემსახურება და მისი ყველა გაჭირვება იცის.
„1 წელიწადში შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი, კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება-ბიუროკრატია, რომელიც პირველ რიგში თავად იცავს თამაშის წესებს და შემდეგ ითხოვს სხვებისგან და რაც მთავარია ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, ეს უნდა გამთლიანდეს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას, რომელიც მას ემსახურება, მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია რაღაცის გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც. აი ეს დამოკიდებულება უნდა აღდგეს“, _ განაცხადა ივანიშვილმა.