ხალხოოო, მოსამართლე ჩაგუნავამ პატიმრობაში არ გაუშვა დაკავებული ახალგაზრდაააა.
ანუუუ, ასეც ხდება ჩვენთაან??
ამავე მოსამართლეს მიუსჯია ისაკო დევიძისთვის 8 დღიანი, ნიკა გვარამიასთვის ადმინისტრაციული.
იქნებ გაუნათდა ჰა?
ინფორმაციისთვის: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის მიმართ, რომელიც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.
გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.