“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მისი ადვოკატის მტკიცებით აღიარებული ვალის დაბრუნების მოთხოვნით, პირველ კომენტარს “გურია ნიუსთან” აკეთებს ქიბარ ხალვაში.
“ოქრუაშვილისგან სესხი არასდროს არ ამიღია. ვალი საიდან უნდა მქონდეს_ მასთან ერთად არავითარი ხელშეკრულება არ გამიფორმებია და ეს რაღაც დოკუმენტი საიდან მოვიდა?!” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელზეც ჩვენთან საუბრისას ოქრუაშვილის ადვოკატი საუბრობს ყალბია და “თუ წარადგენენ ეს ექსპერტიზაზეც დამტკიცდება”
“ის რაც მან წარადგინა სადღაც, რაღაც, რა არის არ ვიცი და საიდან წარმოიშვა. ოქრუაშვილი რომ მთლიანად ყალბია, ადამიანად არ ვარგა, ეს უკვე დიდი ხანია თვითონ დაამტკიცა და ისევ აგრძელებს ამის მტკიცებას.
მიშას მარიონეტია თუ შანტაჟის ქვეშ არის ეს კითხვის ნიშანი არსებობს. მაშინ იწყებს იმათ სასარგებლოდ მოქმედებას, როცა მათ უნდათ” _ ამბობს ხალვაში, რომელიც ოქრუაშვილს წარსულს ახსენებს:
“გავიხსენებ იმას, რაც მაგათმა მაესტროში გააკეთეს, როცა მაესტრო ხალხს ისე სჭირდებოდა და მიშას ხელს უშლიდა”, _ გვითხრა ბიზნესმენმა.
_ რა გააკეთეს ბატონო ქიბარ?
_ ოქრუაშვილის და ეროსის ხალხი რომ შევარდა ტელევიზიაში 2012 წელს და მაუწყებლობა გააჩერეს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მართული პროცესი იყო, _ აღნიშნა ხალვაშმა, რომლის თქმით, ოქრუაშვილს მის წინააღმდეგ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია.
ვრცლად იხილეთ: ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი “პანორამას” დაყადაღებას (ექსკლუზივი)