რამდენიმე წუთის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამიკსურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს, დისტრიბუციის მანქანა მიკორავტობუსი შეეჯახა.
მათივე ცნობით, დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე, შემთხვევის შედეგად, დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი