„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით სენაკელებთან შეხვედრას ეხმიანება.
“ღმერთო ჩემო, კანცელარიის შენობაში ყველა გახვედით მომსახურების ზონიდან? ხანდახან პიჯაკზე მაინც მოქაჩეთ პრემიერს და გააჩუმეთ, თუ ოდნავ მაინც გაღელვებთ მისი ბედი.
მთავრობის მეთაური ამბობს: თუ ნაყოფია გახდება სენაკის მერი, არ მივცემთ საშუალებას, იმუშაოსო, იმიტომ, რომ ხელისუფლება ჩვენიაო. ამის მერე სენაკელებმა უნდა დაიჯერონ, რომ პრემიერს მათი ბედი აწუხებს? და მთავარი წამოცდენა: რა უნდა გააკეთოს, სენაკში სახლიც არ აქვსო?! თვალსაჩინო დასტური, რომ პრემიერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე ქონებაზე აქვს მიბმული“, _ წერს ლელა ჯეჯელავა.