ბერლინის ცენტრში მდებარე სამეფო სასახლეში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ბერლინის სახანძრო სამსახური ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კვამლი სამშენებლო მასალებიდან და ბიტუმის 2 ქვაბიდან ადიოდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის 80-მდე თანამშრომელი.