ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში ხანძარი იყო. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე არ გავრცელებულა და მეხანძრეებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.